მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავს - რა იგეგმება 10 ოქტომბერს?

10 ოქტომბერს „მეღვინეობის ქალაქი“ გურჯაანი, ტრადიციულად, ახტალას პარკში ღვინის ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლებს. კახეთის ეს გამორჩეული მოვლენა წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს - 10-წლიან ისტორიას ფესტივალი ათასობით სტუმართან, მეღვინესა და ქართული ღვინის გულშემატკივართან ერთად იზეიმებს. ღონისძიება კვლავ გააერთიანებს სხვადასხვა გემოსა და ფერის, ქვევრისა თუ კლასიკურ, ახლად დადუღებულ თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელების მწარმოებლებს. საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი გზავნილია „თანამედროვე მემკვიდრეობა“ -იდეა, რომელიც ხაზს უსვამს 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და დღევანდელ თაობებს შორის უწყვეტ კავშირს.

რა სანახაობა და აქტივობები ელის სტუმრებს, რით იქნება გამორჩეული წლევანდელი საიუბილეო ღონისძიება და როგორია ფესტივალის პროგრამა?

სტუმარი: შოთა ნატროშვილი - გურჯაანის ღვინის ფესტივალის ბრენდამბასადორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები