მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება

5a7f04a2578c1
BM.GE
10.02.18 18:40
1439
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი სახლების (კორპუსების) გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს. პროექტი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებით-788 100 ლარით - დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, გამრიცხველიანდა 1907 აბონენტი. 87 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი (19 660 გრძივი მეტრი), დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველები, სადარბაზოებში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველები.

გურჯაანის მოსახლეობას წყალი, აქამდე, 8 სათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. გამრიცხველიანების შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი გაიზრდება და ადგილობრივები სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები