"სოკარ ჯორჯია გაზი" ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.
"მიმდინარე წლის 15 დეკემბრის დილის 05:00 საათიდან სხვა კომპანიის მიერ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი შეჭრითი სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, ჩალაუბნისა და მელაანის მცხოვრებლებს შეუწყდებათ.
აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე 16 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად 17 დეკემბრის საღამოს 18:00 საათამდე აღდგება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, - ნათქვამია განცხადებაში.