დაახლოებით, ერთ თვეში ბაზარზე დიაბეტური ნაყინი გამოჩნდება.
ახალი პროდუქტის წარმოების იდეა „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნის.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გურამ ბერეკაშვილი bm.ge-ისთან აცხადებს, ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის ბაზარზე დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ გამოჩნდება.
ბერეკაშვილის თქმით, დიაბეტური ნაყინის წარმოების დაწყება მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნამ განაპირობა.
რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, ჯერ კომპანიას დიაბეტური ნაყინის სარეალიზაციო ფასი დადგენილი არ აქვს, თუმცა როგორც ბერეკაშვლი აცხადებს, ის ბაზარზე არსებული ფასებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

























