მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გურჯაანის რაიონში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა

5b2f765102ad9
BM.GE
24.06.18 15:00
1393

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარმა მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღის გასაშენებლად 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 11 285 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც სარწყავი სისტემების შესაძენად გამოიყო.

ბაღი 8000 კვ.მ-ზეა გაშენებული. ბენეფიციარი წელს 15 ტონამდე მარწყვის მოსავალს ელოდება.

მარწყვის ბაღი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, რომ "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას" სააგენტო "სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის" (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები