მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო იხსნება

5afbdfd330e30
ნინი ლონგურაშვილი
16.05.18 11:37
517
გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს, “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ - საცხობი "პურთა პური“ იხსნება.

აღნიშნული საცხობის შექმნის მიზანი უსაფუარო სვიის პურის გამოცხობაა, რომელიც სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი - დიაბეტით დაავადებულთათვის.

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის. მან ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის პროექტის („მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“) ფარგლებში ჩატარებულ რამდენიმე ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ბოლო შეხვედრა უშუალოდ საწარმოს შექმნას, მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. აღნიშნულ ტრენინგზე თამუნამ საკუთარი იდეა წარმოადგინა. შემდეგ კი, ფონდის დახმარებით, პროექტად აქცია და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) დახმარებით დაფინანსებაც მიიღო.

საცხობში ძირითადად დასაქმებულები იქნებიან მარტოხელა მშობლები. მათ მიერ გამომცხვარი პური, თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. სოციალური საწარმო დასაქმებულ პირებს საშუალებას მისცემს, გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა და გახდნენ უფრო რეალიზებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები