მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გურთიადის” ტყე გაშენდა

BM.GE
31.05.21 09:42
804
თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ საქართველოში - გურთიადმა, მიზნად დაისახა წვლილი შეეტანა ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამწვანებაში. ასოციაციის თავმჯდომარის, საქმიანი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოსმან თურანის ინიციატივით და მმართველი საბჭოს ჩართულობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური მწვანე პროექტის განხორციელებისა, რომლის ფარგლებშიც თბილისთან ახლოს გურთიადის ტყის გაშენება დაიგეგმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ფონიჭალის ნაკრძალში ერთი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე ტყე-პარკი გაშენდა, სადაც დაირგო ისეთი დეკორატიული ტიპის ძვირფასი ნერგები როგორიც არის: ზეთისხილი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, იფანი, ჰიმალაის კედარი, ტუია.
 
 
 
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები