მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გურუ სტატუსი“ დასრულდა - „გურუ ჰოლდინგის“ 60-მილიონიანი პროექტი ბათუმში

გურუ სტატუსი
16.06.26 16:05
437

ყველა წარმატებული დეველოპერული კომპანიის უკან ერთი საერთო ფაქტორია - სანდოობა. ის, რასაც მხოლოდ წლების განმავლობაში შესრულებული ვალდებულებები, უცვლელი ხარისხი და რეალური შედეგები ქმნის.
სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებით განვითარდა „გურუ ჰოლდინგი“ საქართველოს სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე. კომპანიის ანგარიშზე 14 წლიანი მუშაობა, წარმატებით განხორციელებული ორი მსხვილი პროექტი და სანდო დეველოპერის რეპუტაციაა, რომელიც ხარისხს, პასუხისმგებლობასა და თანამედროვე სტანდარტებს ეფუძნება.
ამჯერად „გურუ ჰოლდინგისთვის“ ახალი ეტაპი იწყება - დასრულდა პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსის, „გურუ სტატუსის“ მშენებლობა.

გურუ სტატუსი“ - პრემიუმ კომპლექსი ბათუმის ახალ ბულვარში

„გურუ სტატუსი“ ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე - ახალ ბულვარში, ზღვიდან სულ რაღაც 150 მეტრში მდებარეობს. კომპლექსიდან იშლება ზღვისა და მთების პანორამული ხედები, რაც ბათუმში უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს.

პროექტი მულტიფუნქციურ კონცეფციას ეფუძნება და აერთიანებს როგორც საცხოვრებელ აპარტამენტებს, ისე სასტუმრო და კომერციულ ინფრასტრუქტურას. კომპლექსი მოიცავს 529 აპარტამენტსა და 115 სასტუმრო ნომერს, მისი ნაწილი მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Holiday Inn Express-თან თანამშრომლობით ფუნქციონირებს.

„გურუ ჰოლდინგი“ სასტუმროების მართვის საერთაშორისო კომპანია, Opus-თან ერთად, თავის მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებას, არამედ მომსახურების სრულ ეკოსისტემას - უძრავი ქონების შეძენიდან მართვისა და გაქირავების სერვისების ჩათვლით.

„გურუ სტატუსი“ შექმნილია მათთვის, ვინც ბათუმში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სივრცეს, ზღვისპირა აპარტამენტს ან გრძელვადიან საინვესტიციო უძრავ ქონებას ეძებს.

კომფორტი, უსაფრთხოება და ტექნოლოგიები ერთ სივრცეში

პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა. „გურუ სტატუსში“ გათვალისწინებულია ყველა ის ელემენტი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს პასუხობს: გამწვანებული ეზო-პარკი, ღია აუზი, ფიტნეს და სპა ზონები, საბავშვო გასართობი მოედანი, კომერციული ობიექტები, კონსიერჟის მომსახურება, რესტორნები და რეკრეაციული სივრცეები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. სივრცეში დანერგილია თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, 24/7 დაცვა, სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და სარეზერვო ენერგომომარაგების სისტემები.

ერთ-ერთ გამორჩეულ მახასიათებელს ინოვაციური სმარტ პარკინგის სისტემა წარმოადგენს, რომელიც ავტომობილის სრულად ავტომატიზებულ პარკირებას უზრუნველყოფს.

„გურუ სტატუსი“ კომპანიის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. 60-მილიონიანი ინვესტიციით შექმნილი კომპლექსი სს „ბანკი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. „გურუ ჰოლდინგის“ მიერ განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.

Guru Subtropical - გონიოში ახალი პროექტი იწყება

„გურუ სტატუსის“ ახალი მცხოვრებლებისთვის გასაღების გადაცემა უკვე დაწყებულია, ამავდროულად კი კომპანია მომდევნო პროექტზე უკვე მუშაობს.

Guru Subtropical გონიოში სწორედ იმ ხედვის გაგრძელებაა, რომელსაც ჰოლდინგი წლების განმავლობაში ავითარებს - თანამედროვე საკურორტო სივრცე, რომელიც საცხოვრებელ კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვესა და საინვესტიციო პოტენციალს აერთიანებს.

ახალი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს და გამოირჩევა გონიოს ბუნებრივი ლანდშაფტის პანორამული ხედებით. Guru Subtropical იქმნება მათთვის, ვინც ეძებს სივრცეს, სადაც ბუნება, არქიტექტურა და თანამედროვე კომფორტი ჰარმონიულად ერთიანდება. პროექტი „გურუ ჰოლდინგის“ განვითარების ახალი ეტაპის სიმბოლო იქნება და კომპანიის ხედვას თანამედროვე საკურორტო უძრავი ქონების მიმართულებით კიდევ უფრო გააფართოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები