მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუშინ 144-ზე 260,000-ზე მეტი ზარი შევიდა" - ირაკლი ჩიქოვანი შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის

5ea01e007e57b
თელარა გელანტია
22.04.20 14:33
1676
პრემიერის პრეს-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო ბოდიშს იხდის.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ პრობლემები ზარების რაოდენობის გამო შეიქმნა. ამასთან, პრემიერის სპიკერმა მოუწოდა მოქალაქეებს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებზე მხოლოდ 144-ზე დარეკონ და არა - 112-ზე.

"გუშინდელი დღის განმავლობაში 260,000ზე მეტი ზარი შევიდა 144-ზე და შესაბამისად, ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც ინფორმაციის მიღებას უკავშირდებოდა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს განსაკუთრებით მაღალია აქტივობა და მზად ვართ, გავუმკლავდეთ ამას. კიდევ ერთხელ, მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მაქსიმალურად ჩვენს მოქალქეებს მივაწვდით ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლისებზე, რითაც შეუძლიათ, ისარგებელონ.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც თანამოქალაქეები ვერ იღებენ ინფორმაციას 144-ზე, რეკავენ 112-ზე. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ესაა ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია, როცა მოქალქეებს სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.
კიდევ ერთხელ, მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობით გთვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დარეკეთ მხოლოდ და მხოლოდ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რისთვისაც ის ფუნქციონირებდა თავიდანვე; ჩვენ არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არცერთი შემთხვევა, რომელიც ყურადსაღებია ჩვენი მედიკოსებისა და პოლიციელებისთვის", - განაცხადა ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები