მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგების შეფასებების პრეზენტაცია გაიმართა

გუშინ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, რომელიც 2013-19 წლებში ხორციელდებოდა მოიცავდა პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მიღწეული შედეგები და შეფასებები. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, აშშ-ს საელჩოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, პროგრამაში ჩართული უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლები დაესწრნენ და მიღწეული შედეგები და არსებული მდგომარეობა განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები