მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გუშინ რაც ბაზარზე ხდებოდა აჟიოტაჟი იყო, სავალუტო ბაზრებს ახასიათებს ისეთი მოვლენა რასაც ქვია overshooting"

584132700c463
BM.GE
02.12.16 12:34
1465
"გუშინ რაც სავალუტო ბაზარზე ხდებოდა აჟიოტაჟი იყო", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით აჟიოტაჟის შექმნა სხვადასხვა მოლოდინებმა განაპირობა. მისივე თქმით მოლოდინების შექმნაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს.

"დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა. ამავე დროს მოხდა გაუფასურება მეზობელი ქვეყნების ვალუტების, ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს ახასიათებს ასეთი მოვლენები, რომელსაც ქვია “Overshooting” რაც გლისხმობს, იმ დონეზე მაღლა ასვლას, გარკვეულ პერიოდში, რასაც ფუნდამენტალური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი ამას მოყვება ძველ დონეზე ჩამოსვლა.

მოლოდინებში მონაწილეობს ძალიან ბევრი ფაქტორი, რთულია, რომელიმე ფაქტორის გამოყოფა. ჩვენ უნდა ავიღოთ მოცემულობა ის, რაც იყო. ბაზარზე არიან მყიდველები, ბაზარზე არიან გამყიდველები და შეიქმნა განსხვავება ამ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის დროის მოკლე პერიოდში.

ისტორიულად გამყარებული დოლარი სახეზე გვაქვს, ძალიან დიდი ალბათობით უნდა მომხდარიყო ისევ უკუსვლა, რაც მოხდა კიდეც.

საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ჩვენ არ ვაკეთებთ პროგნოზს, რაცგან ეს შეუძლებელია“, - განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები