ლონდონის საფონდო ბირჟაზე, გუშინდელი შემცირების შემდეგ დღეს ქართული ბანკების აქციების ფასი იზრდება. 28 ოქტომბერს ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე არჩევნების და პოლიტიკური დაძაბულობის ნეგატიური ეფექტებით იყო განპირობებული, თუმცა დღეს ქართული კომპანიების აქციების ფასმა მიმართულება შეიცვალა და ზრდა დაიწყო
29 ოქტომბრის მდგომარეობით აქციების ფასის ცვლილება ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 3.84%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.20 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.78 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 3.48%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 26.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 0.30%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 9.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 412 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.