მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღუზის ფორმის კუნძულზე ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება“ - ინვესტორი

6339b356cd515
გიორგი არონია
03.10.22 09:00
1077

"ბათუმში, ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე და ღუზის ფორმის კუნძულზე ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება“, - ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთმა მეწილემ, ფრიდონ ქათამაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, აქ ბათუმისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება, რადგან ბათუმი ტურისტული ქალაქია და ამ მიმართულებით ვითარდება. [ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე და კუნძულზე] იქნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, აკვაპარკი, დიდი ბულვარი, იქნება უცხოური სასწავლო დაწესებულება - ეს სახელმწიფოს წინაშე ჩვენ მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. ამასთანავე, იქნება მაღალი დონის რეზიდენციები, ბევრი საინტერესო გასართობი ცენტრი და რესტორანი - უშუალოდ კუნძულის ტერიტორიაზე კი, დაბალი განაშენიანების შენობები და ვილები განლაგდება“, - განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთმა ინვესტორმა, ფრიდონ ქათამაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

ინვესტორის თქმით, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ტერიტორიაზე იახტ-კლუბიც განთავსდება, რომელიც მეგაიახტების მიღებას შეძლებს, რაც შავ ზღვაში პირველი ასეთი ტიპის ნაგებობის პირველი პრეცედენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მართავს, რომელიც 2021 წლის 14 ივნისსდაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორშირეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს„ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს. ცნობისთვის გეტყვით, რომ შპს „ბათუმი აილენდის“ 100%-იან წილს ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძე ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები