მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვანცა კიკალიშვილის ნარატივი

გვანცა კიკალიშვილს პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით წლების განმავლობაში საქართველოში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დაუგროვდა, ამ პერიოდის განმავლობაში არც კარიერული წარმატება დაკლება, თუმცა მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა კომფორტის ზონიდან გამოსულიყო, სხვა ქვეყანა მოესინჯა, გასცნობოდა სხვა სამუშაო კულტურას, ჰყოლოდა სხვა მოთხოვნებისა თუ საჭიროების მქონა აუდიტორია და საკუთარი პროფესიული განვითარებაც სწორედ ასე უზრუნველყო. გვანცა კიკალიშვილი ცოტა ხნის წინ ესტონეთში ტექნოლოგიურ სტარტაპს პიარის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის როლზე შეუერთდა. როგორია სხვა ქვეყანაში პროფესიული ზრდა და რა არის საჭირო უცხო ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის?

სტუმარი: გვანცა კიკალიშვილი - Liigu-ს კომუნიკაციების და პიარის მიმართულების ხელმძღვანელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად