საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ნიკა გილაურის საკონსულტაციო კომპანიამ Reformatics ავღანეთის ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ავღანეთის პრეზიდენტმა კომპანიის მიერ შეუმუშავებული საბოლოო რეკომენდაციები მოიწონა.
Reformatics-ის გუნდი ავღანეთის ხელისუფლებას 2016 წლის განმავლობაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ეხმარებოდა და ამ მიმართულებით უწევდა კონსულტაციებს.
კონსულტაციების მიზანი იყო: 1- მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურება; 2- ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესება და ენერგოუსაფრთხოების გაზრდა.
კომპანიამ ქვეყანას აღნიშნული მიზნების მიღწევის მიზნით 160 რეკომენდაცია მისცა, რომლებიც მოიწონა როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ასევე, უმაღლესმა ეკონომიკურმა საბჭომ. ქვეყანა რეფორმების გატარების პროცესს ახლა იწყებს.
"Doing Business 2017 წლის ანგარიშში ავღანეთს 190 ქვეყანას შორის 183-ე ადგილი უჭირავს, რაც მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვებენელია. ჩვენი გუნდს აქვს ამბიცია, რომ ავღანეთი ბიზნესისა და ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანად ჩამოაყალიბოს",- განაცხადა ნიკა გილაურმა.

























