ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სამეგრელოში არსებული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ანაკლიაში სასტუმრო "პრატაპს სიგნიჩას" ოფიციალურად გაიხსნას დაესწრო.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სამეგრელოში კერძო სექტორის და სასტუმროების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო.
"სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაღრმავებლად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი სასტუმრო იხსნება ამ რეგიონში. დღეს ჩვენ ვართ ანაკლიაში, სადაც ულამაზესი სასტუმრო გაიხსნა. ჩვენ ვესაუბრეთ ინვესტორებს, რომელთაც წინ დიდი გეგმები აქვთ სასტუმროს გაფართოების. ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო გეგმა, რომ ეს მიმართულება ანაკლია, როგორც ზოგადად მთელი სამეგრელო, ვაქციოთ ოთხი სეზონის მიმართულებად", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინდოელი ბიზნესმენების მიერ სასტუმროს ინვესტიციაში ჩადებულმა თანხამ 10 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. სასტუმრო 7 კოტეჯისგან და ჯამში 56 ნომრისგან შედგება.

























