მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს მოლოდინი, რომ 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან 2.70-ის ფარგლებში იმერყევებს"

5b7155e147921
თამუნა ქემერტელიძე
13.08.18 13:54
3292
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევა ბოჭორიშილი ლარის ბოლო დროინდელი გაუფასურების მიზეზად თურქული ლირის გაუფასურებას ასახელებს.

ამის შესახებ ბოჭორიშვილმა BM.ge-ის ლარის კურსის რყევების კომენტირებისას განუცხადა.

“ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზრებზე ვალუტების მკვეთრი მერყეობა თურქული ლირის რეკორდულ ვარდნას უკავშირდება. თუ აღნიშნული პროცესი გაგრძელდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2018 წლის ბოლოსთვის 2.70-ის ფარგლებში იმერყევებს, რაც წინა პროგნოზზე - 2.60 ნიშნულზე მაღალია. ჩვენი შეფასებით, გასული 6 თვის განმავლობაში, დოლართან მიმართებით თურქული ლირის ყოველი 10%-იანი გაუფასურება, დოლართან მიმართებით ლარის 1.2%-იან გაუფასურებას იწვევდა. ამასთანავე ვვარაუდობთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI), ტურიზმის და იმპორტის დინამიკის ფონზე აგვისტო/სექტემბერში ლარზე ზეწოლა შესაძლებელია შერბილდეს”, - აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები