მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს შესაძლებლობა, დაწესდეს საგამონაკლისო გეგმა, რომლის შედეგად მივიღებთ GMP სტანდარტის მქონე კომპანიას - მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კომპანიებს GMP სტანდარტზე გადასვლისთვის არა მექანიკური გადავადება, არამედ 1-წლიანი საგამონაკლისო გეგმის დაწესება მოხდება და კომპანიები ეტაპობრივად შეასრულებენ კონკრეტულ შეთანხმებულ პირობებს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ მომავალი წლიდან, კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დანერგვის ვალდებულება ყველა ფარმაცევტულ კომპანიას თანაბრად უნდა შეხებოდა. რეგულაცია გასული წლიდან ამოქმედდა, თუმცა ის საგამონაკლისო წესით, ექსპორტიორებზე არ გავრცელდა. BMG დაინტერესდა, რა საშეღავათო პერიოდი განუსაზღვრა სამინისტრომ ექსპორტიორებს.

მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ორი წინაპირობა აქვს. ერთია კომპანიებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ არ დაკარგონ საკუთარი მდგომარეობა, კომერციული შესაძლებლობები, ხოლო მეორე - დასაქმებულების სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

"ჩვენ აღმოვჩნდით ამ ვითარების წინაშე, რომ არის რამდენიმე ათეული რიცხვი კომპანიებისა, დაახლოებით 30-40-ის მიდამოებში, უბრალოდ ზუსტად ამის თქმა მიჭირს, იმიტომ რომ მათი გეგმების შესახებ ზუსტად არ გვაქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ სულ მცირე 10-15 ორგანიზაციაა, რომელსაც რეალურად დაწყებული აქვს გადაიარაღება და პროცესები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შეძლოს GMP სტანდარტის მოპოვება. ამისთვის გათვალისწინებული გვაქვს არა მექანიკურად გადავადება, არამედ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაწესდეს საგამონაკლისო კონკრეტული გეგმა, არაუმეტეს 1-წლიანი ვადით, რომლის განმავლობაშიც ყოველკვარტალურად, კონკრეტული შეთანხმებული პირობები იქნება დაკმაყოფილებული და ამ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასეთ კომპანიას საქმიანობის წყვეტა არ ექნება. როდესაც ეს დასრულდება, შედეგად მივიღებთ რეალურად მიღწეულ წარმატებას, GMP სტანდარტის მქონე კომპანიას, რომელსაც ჰქონდა უწყვეტად საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა",- განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები