მათივე თქმით, მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილი და გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ამბროლაურის აეროპორტის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონში იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სწავლობენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას.
ამბროლაურის აეროპორტი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა.


























