მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვარჯალაძე ქუჩის მუსიკოსებზე: საუბარია კოორდინაციაზე და არა აკრძალვაზე

5b2b7cfadc4dc
BM.GE
21.06.18 14:23
688
ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ქუჩის მუსიკოსების შესაძლო რეგულირებაზე განმარტებას აკეთებს.

„ქუჩის მუსიკოსების თემამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და მინდა რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი. საუბარია არ არის აკრძალვაზე. ჩვენი მიზანია რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას და კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას. და შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტი სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე.“ - წერს სერგი გვარჯალაძე საკუთარ facebook გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები