მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვასალია ლარიზაციაზე: თუ არ დავიწყეთ ჩაკეტილი წრის გარღვევა ჩვენი ეკონომიკური წინსვლა ძალიან რთული იქნება

5877f449652be
BM.GE
13.01.17 10:50
1396
„კლიენტებს, რომლებიც გალარების პროგრამაში მოხვდებიან, სავალუტო რისტები მოეხსნებათ, - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ. მისი განცხადებით, ყველა პირი, ვისაც გალარების პროგრამა ეხება, მისით არ ისარგებლებს.

„ მე პირადად სესხი რომ მქონდეს და ასეთ პროგრამაში ვჯდებოდე, რა თქმა უნდა გავალარებდი, ვინაიდან მე შემოსავალი ლარში მაქვს. სერიზოული ფსიქოლოგიური ზეწოლაა, როდესაც დილით დგება ადამიანი და ნაცვლად იმისა, რომ საქმეს მიხედოს, უპირველესად ცდილობს გაიგოს იმ დღეს რა კურსია. ზოგადად ძალიან რთულია, როდესაც შემოსავალი სხვა ვალუტაში გაქვს და სესხს სხვა ვალუტაში ფარავ“, - აცხადებს გვასალია. მისივე განცხადებით, პრობლემური სესხების ზრდა ზოგადად საბანკო სექტორისთვის პრობლემატური საკითხია.

„სესხების სუბსიდირება შეეხება იმ საშუალო ფენას, რომელიც მომავალში ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა და ამ შემთხვევაში მათ თუ ხელი არ შევუწყვეთ, ეს სერიზულ პრობლემად მოტივირდება.

დოლარიზიის მაჩვენებელი ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. ასეთი მაჩვენებლით სახელმწიფოს ნებისმიერი პროგრამის როგორი კარგიც არ უნდა იყოს, განხორციელება ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ მუდმივად არის ორიენტირებული იმაზე, რომ ამან კურსს არ დაარტყას. ეს ჩარჩოებში აქცევს ყველა იმ პროგრამას, რომელიც სახელმწიფოს უნდა რომ განახორციელოს. ბუნებრივია, თუ არ დავიწყეთ და საიდანღაც არ გავარღვიეთ ეს ჩაკეტილი წრე, რომელიც ლარიზაციის პროგრამით არის ცნობილი, ძალიან რთული იქნება ჩვენი ეკონომიკური წინსვლა.

საბანკო სექტორი ამისთვის მზად არის და ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გვასალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები