მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვჭირდება გადაწყვეტილების გადახედვა” - ჰოტელიერი 48-საათიან სამუშაო კვირაზე

სასტუმრო

ჰორეკა, რიტეილისა და სამშენებლო სექტორებისთვის კვირაში 40-საათიანი სამუშაო დროის შეზღუდვა უნდა მოიხსნას - ბიზნესი 2022 წლის დადგენილებაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. 2 წლის წინ შეცვლილმა რეალობამ მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შეამცირა.

განახლებულმა პირობებმა ახალი პრობლემები შექმნა - ჰორეკა სექტორი საკადრო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. კომპანია “რადარის” დამფუძნებელი მაია მახათაძე გვიხსნის, რომ ისედაც მწვავე მუშახელის დეფიციტის პირობებში ბიზნესს წესებზე მორგება უჭირს.

“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უკვე ისედაც პრობლემით შევხვდით. იქიდან გამომდინარე, რომ გვესმის ყველას კადრების დეფიციტის პრობლემა დგას საქართველოში. ასევე დღეს კადრები არასტაბილურობით გამოირჩევიან, რადგან მუდმივად არიან უკეთესი სამსახურის ძიებაში. ეს რაღაც კუთხით გვესმის, მაგრამ იწვევს არასტაბილურობას სამუშაო ადგილებზე.

გვჭირდება გადაწყვეტილების გადახედვა, დამატებითი სმენა არ არის გამოსავალი, რადგან დამატებითი კადრების მობილიზება გვჭირდება, კადრების მოძიება კი ისედაც პრობლემა იყო. ამ შემთხვევაში პრობლემა გაორმაგდა.

დამატებული სმენა იქნება თუ დამატებული თანამშრომელი ბუნებრივია ბიზნესში გვაძლევს ხარჯის ნამატ რაოდენობას. თუ კი ეს არ არის პირდაპირ პროპორციული შემოსავლის და ასეთივე ტემპით არ იზრდება შემოსავალი ბიზნესისთვის ეს წამგებიანობის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია. ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნის ნაწილში, არ გვაწყენდა ამ საკითხით დამატებით გადახედვა,”- ამბობს კომპანია “რადარის” დამფუძნებელი მაია მახათაძე.

მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილების მიხედვით მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა. ცვლილებებამდე ამ დარგებში კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო. დარგების ჩამონათვალის შემცირება კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცნენ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები