მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჭირდება, განვითარების მატარებლის პირველ ვაგონში ყოფნა - პაატა რატიანი

სამედიცინო ტურიზმის ალიანსი

„გვჭირდება, განვითარების მატარებლის პირველ ვაგონში ყოფნა,“ - ასე უპასუხა საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელმა და სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტმა პაატა რატიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რატომ გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

"მე საქართველოს განვიხილავ როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც ამ სფეროში - სამედიცინო ტურიზმში პოზიციონირებს, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები. ნებისმიერი სფეროში, მათ შორის სამედიცინო ტურიზმში აუცილებელია განვითარება. ამისთვის კი გვჭირდება, ვიყოთ განვითარების მატარებლის პირველ ვაგონში“, - ამბობს პაატა რატიანი.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას გათიშულობას. უნდა იყოს თანამშრომლობის რეჟიმი. ჩვენ უნდა შევძლოთ დავინახოთ ერთმანეთის გაკეთებული კარგი საქმე და სხვისას ჩვენი წილი დავამატოთ; მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ გრძელვადიან წარმატებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები