მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჭირდება თუ არა ახალი აეროპორტი?

გადაწყვეტილება მიღებულია - 1,3 მილიარდ დოლარად თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება. როგორც გუშინდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება, პარალელურად დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც მზად 2025 წლისთვის იქნება. რაც შეეხება თავად მშენებლობის ვადებს, პირველადი გათვლებით, ფრენებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურა მზად 2028 წლის ბოლოს უნდა იყოს.

მთავრობაში ფიქრობენ, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით რუსთავი უფრო მეტად განვითარება, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ამის რიცხვებში გამოხატული ეფექტი კი ეკონომიკის 0.2პპ ზრდა იქნება. როგორც პრემიერმა კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკას წლიურად საშუალოდ 350 მლნ ლარი დაემატება. მისივე თქმით პირველ ეტაპზე განიხილებოდა არსებული აეროპორტის გაფართოება, რაც 900 მლნ დოლარი ჯდებოდა, ხოლო ახლის აშენება 1 მილიარდ 260 მლნ დოლარი. გაფართოების შემთხვევაში მგზავრთა ნაკადი 15 მლნ-მდე, ხოლო ახალი აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში 19 მლნ-მდე გაიზრდება, ამიტომაც გადაწყვეტილება ამ უკანასკნელზე გაკეთდა.

სტუმარი: გიორგი დოლიძე - სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები