ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო, ივნისში 14 095 ათასი პირი დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობის მიხედვით დედაქალაქი ლიდერობს. გასულ თვეში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის საპატრულო პოლიციამ 4096 პირი დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის მაისში სულ 12 388 ჯარიმა გამოიწერა. აპრილში კი 6658 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა.