მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვენეტაძე - სებ-ის პოლიტიკა არა კონკრეტულ სექტორს, არამედ მაკროეკონომიკურ ვითარებას ეხება

5cc9c119c2b15
BM.GE
01.05.19 20:10
1240
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციების შედეგებთან დაკავშირებით BMG-ის კითხვას პასუხობს, რომ სებ-ის პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული ერთი რომელიმე სექტორის კეთილდღეობაზე და ბანკის ფუნქცია მთლიანად ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. 

არაერთი სექტორის, მათ შორის უძრავი ქონებისა და ტექნიკის კომპანიებში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებამ მათი გაყიდვების ვარდნა გამოიწვია. მათ საპასუხოდ, სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ აქაც სებ-ის პოლიტიკა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ არის მიმართული.

"ეროვნული ბანკის პოლიტიკა ზოგადად არ არის მიმართული იქითკენ, რომ ერთ რომელიმე გამოყოფილ სექტორთან დაკავშირებით იმუშაოს, რადგანაც ეროვნული ბანკის პოლიტიკა ზოგადად მთლიანად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უნდა უწყობდეს ხელს, იქნება ეს სტაბილური ინფლაციით, ფინანსური სტაბილურობით, გამჭვირვალობით და ასე შემდეგ. ჩვენი რეგულაციის სფერო ეს არის საფინანსო სექტორი, საფინანსო სექტორის მომხმარებელი და ზუსტად ამ მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ის შეხვედრები, რომლებიც იქნება აუცილებელი და ინფორაცია, რომელიც უნდა მივიღოთ, მივიღებთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში არის ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და ფინანსური სექტორის მომხმარებელი.

ინოვაციებთან დაკავშირებით იყო წარსულში ნათქვამი და ახლა, ვხედავთ რეალობაში რაც ხდება. რაც რეალობაში ხდება არის ის ახალი პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე არის და არის ის ციფრები, რომლებიც გვაჩვენებს გადამისამართებას და გარკვეულწილად ჩანაცვლებადობას სამომხმარებლო სესხების სეგმენტის მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც თუ არ ვცდები ინტრევიუშიც ვისაუბრე ადრე, არის მოთხოვნა რომელიც არ გაქრება, არ დაგვავიწყდეს რომ როდესაც მიწოდება არის ძალიან გაადვილებული, ეს თავად ქმნის მოთხოვნას. რადგანაც სესხები და ფინანსური რესურსები იყო ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი, ეს თავისთავად აქსელერაციას უკეთებდა უკვე მოთხოვნას, ანუ გარკვეულწილად ჭარბი მოთხოვნა შეიქმნებოდა ამ სახის გამარტივებული მიწოდებიდან", - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები