2019 წლის 1 იანვარს ქვეყანაში ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს ცვლიან ეროვნული ბანკი საკუთარი შეფასების წარდგენას ჯერჯერობით არ გეგმავს.
კობა გვენეტაძის განცხადებით, არსებული სტატისტიკური მონაცემები დასკვნების გაკეთებისთვის ნაადრევია.
"ის სტატისტუკური ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს, არ იძლევა საფუძველს ღრმა ანალიზი შემოგთავაზოთ ამ საკითხზე. ვფიქრობთ, რომ ნაადრევია ამ საკითხზე საუბარი, სანამ პირველი კვარტლის მაჩვენებლები არ იქნება წარმოდგენილი.
სხვადასხვა ორგანიზაციები ცალსახად დადებითად აფასებენ ამ რეგულციებს. როგორც იცით, 2019 წლის 22 თებერვალს Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და ორგანიზაციის განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რეგულაციები დაეხმარება ფინანსურ სტაბილურობას. მას შემდეგ რაც გვექნება პირველი კვარტლის შედეგები, მას შემდგ იქნება უფრო უპრიანი ამ საკითხის განხილვა," - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საკომიტეტო მოსმენა თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გუშინ გავრცელებული განცხადების მიუხედავად მას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება. დარბაზში არიან TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც მზად არიან დეპუტატთა კითხვებს უპასუხონ.

























