მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვენეტაძე: ახალი წესებით გაწერილი იქნება თუ როგორ უნდა გაიცეს საპენსიო სესხი

5c1e29dc41a7c
თელარა გელანტია
22.12.18 15:57
1460
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ლიბერთი ბანკს აქვს გეგმა, რომ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს“.

„ლიბერთი ბანკის მიერ გაცემულ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, სანგრძნობლად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. გარდა ამისა, რაც პირველ რიგში გავაკეთეთ ის იყო, რომ ის ინფორმაცია, რაც პენსიონერებს უნდა სცოდნოდათ ამასთან დაკავშირებით, ბანკს მოვთხოვეთ, რომ ეს გამჟღავნებულიყო. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ამ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 100%-ზე ადიოდა, დღეს არის შემცირებული და ამავე დროს ბანკს აქვს გეგმა, რომ ეს საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს. გთხოვთ კიდეც, რომ მიადევნოთ თვალყური როგორ მცირდება საპროცენტო განაკვეთებუი საპენსიო სესხებზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა დეპუტატებს მოუწოდა, დროდადრო გააკონტროლონ, თუ რამდენად იწევს საპროცენტო განაკვეთი დაბლა.

„გარდა ამისა, პირველი იანვრიდან ჩვენ შემოგვაქვს პასუხისმგებლიანი დაფინანსების დებულება, სადაც ბევრი საკითხია გაწერილი და ერთ-ერთი საკითხია, თუ როგორ მოხდება საპენსიო სესხები გაცემული. ვფიქრობ, ესეც დაეხმარება ამ მიმართულებას. საბოლოოდ ეს არის ბანკის გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენ ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები