გვენეტაძე მიუთითებს, რომ კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციურ ზეწოლასაც შეამსუბუქებს და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აქვე გვენეტაძე აცხადებს, რომ წელს მშპ-ის რეალური ზრდა 4.5% იქნება.
"მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას.
2019 წლის პირველ ნახევარში საგარეო სექტორის გაუმჯობესება გაგრძელდა. თუმცა, მეორე კვარტალის ბოლოს საგარეო სექტორიდან მომდინარე დამატებითი რისკები გამოიკვეთა - კერძოდ, შემცირდა მოსალოდნელი ტურისტული შემოსავლები. ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება.
საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი), განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება,"- ამბობს გვენეტაძე.