„2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია ჩვენი პროგნოზის შესაბამისია. წინასწარი არასრული ინფორმაციით, პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტში რეგულაციების პირველადი შედეგების მიმოხილვისას.
„2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია ჩვენი პროგნოზის შესაბამისია. წინასწარი არასრული ინფორმაციით, პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ამასთანავე, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნეს სესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხის (დაახლოებით, 300 მილიონი ლარი, რომელიც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია) დაფარვა მოხდა. რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში რჩება, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა ამ ეტაპზე კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

























