მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვენეტაძე: ხაზარაძეს სურდა, რომ მიგვეცა წერილი, სადაც ვიტყოდით, რომ ფული არ გათეთრებულა

5ca75e184cf0d
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.19 17:57
761
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "ევროპული საქართველოს" დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა სურვილი, რომ სებ-ს ბანკისთვის გაეგზავნა წერილი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ სადავო ტრანზაქციით ფულის გათეთრება არ მომხდარა. 

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკს ასეთი თხოვნის შესრულების იურიდიული უფლება არ აქვს. 

"ბანკის მხრიდან, ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, რომელიც ამბობდა, რომ ფული არ გათეთრებულა, რაზეც ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ჩვენ ასეთ წერილს ვერ მივცემთ, რადგანაც ჩვენ იურიდიულად ამის უფლება არ გვაქვს. ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ინტერესთა კონფლიქტის დებულების დარღვევა," - ამბობს გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები