მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვენეტაძე ხაზარაძის ბრალზე: სებ-ი პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებას არ გააკეთებს

5d38344634931
ელენე გოგბერაშვილი
24.07.19 14:33
752
„ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებას არ გააკეთებს“-ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პროკურატურის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას შეეხებოდა.

გვენეტაძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებს თიბისი ბანკის საქმიანობაზე გავლენა არ აქვს და მის ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„მე მქონდა ძალიან ვრცელი მოხსენება ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით. ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის ამ წუთში და დიდი ხანია არანაირი დავა არ არსებობს.

ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებას არ გააკეთებს. რაც შეეხება თიბისი ბანკთან დაკავშირებით, რომელიც არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სუბიექტი, მე უკვე აღვნიშნე, რომ თიბისი ბანკთან ვართ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის.

თიბისი ბანკი არის ფინანსურად ერთ-ერთი ჯანსაღი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი და რაიმე მაჩვენებელს ან ფინანურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები