მისი თქმით, ერთ-ერთ სისტემურ ბანკში მთელი მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო გადააყენეს, მაგრამ კონკრეტული ბანკი გვენეტაძეს არ დაუსახელებია.
"კონკრეტულად სანქციასთან დაკავშირებით თუ ვლაპარაკობთ, საქართველოში ადრეც მომხდარა ხელმოწერის უფლების შეჩერება. ერთ-ერთ სისტემურ ბანკში გარკვეული პერიოდის წინ მთელი მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო გადააყენეს“ - განმარტა გვენეტაძემ.
ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნულმა ბანკმა ხელმოწერის უფლება 13 თებერვლის განკარგულებით შეუჩერა. საჯარო რეესტრმა ხელმოწერის უფლების შეჩერება იურიდიულად 25 თებერვალს დაარეგისტრირა. 3 აპრილს კი, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საბჭოს შემადგენლობა ოფიციალურად დატოვეს.

























