მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვექნება ძალიან მკაცრი მიდგომა, ვინც დროულად და ხარისხიანად არ შეასრულებს პროექტებს"

5b50a55cb5d1c
მეგი კავთუაშვილი
19.07.18 19:00
918
თბილისის ვიცე მერი ირაკლი ბენდელიანი მოუწოდეს კერძო კომპანიებს, რომლებიც მერიის ტენდერებში იღებენ მონაწილეობას, თავიდანვე გაანალიზონ თავიანთი შესაძლებლობები.

„ჩვენს მიერ ყველანაირი მოთხოვნა წინასწარ არის სატენდერო დოკუმენტაციით დაფიქსირებული. როგორც კი დარწმუნდებიან რომ ამ პირობის შესრულება შეეძლებათ და ამას თავს გაართმევენ, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ პროექტებში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან ხისტი და მკაცრი მიდგომა ნებისმიერ კომპანიასთან, ვინც დროულად, სწორად და ხარისხიანად არ შეასრულებს დაგეგმილ პროექტებს“ - განაცხადა ვიცე მერმა, ირაკლი ბენდელიანმა დღეს „საქმის კურსის“ ეთერში.

მუნიციპალური პროექტების ვადაგადაცილებაზე გუშინ თბილისის მერმა ისაუბრა დ რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის ვარკეთილის ხიდების მშენებელი კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები