გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გადაქცევაზე - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია X-ზე ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში მშვიდობიანად გამოვიდნენ, თუმცა მათ ძალადობა და რეპრესია დახვდა.
„ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გააპროტესტონ და [დაიცვან] საკუთარი სუვერენიტეტი, დემოკრატია და ევროპული მომავალი, თუმცა ძალადობით და რეპრესიებით დახვდნენ.
ისინი უარს ამბობენ გახდნენ რუსული კოლონია. მხარი დაუჭირეთ ქართველ ხალხს“ - წერს ჰელსინკის კომისია.