მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვესტუმრება იგივე კონტინგენტი, რაც წლევანდელ წლამდე” - ბერაია Starring Georgia-ს ტურისტულ ეფექტზე

64560e8666a0d
ლიკა გურაბანიძე
06.05.23 19:00
778
“არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩანიშნული კონცერტებით სხვა სეგმენტს მოვიზიდავთ. ესენი კვლავ იქნებიან სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბელარუსები,” - ამის შესახებ გადაცემა “ანალიტიკაში "პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ Starring Georgia-ს ტურისტულ ეფექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მეზობელი ქვეყნებისთვის მიმოსვლა მარტივია.

“ამ შემთხვევაში, სწორი და გონივრული კომენტარის გაკეთების საშუალება არ გვაქვს, რადგან ყველას აზრი სუბიექტური იქნება და ყველა თავისი გადმოსახედიდან გააკეთებს კომენტარს. შესაბამისად, მეც ძალიან მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება ბიუჯეტთან დაკავშირებით, თუმცა რა თქმა უნდა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ანალიტიკის გაკეთების საშუალება მაქვს. იქნება იგივე კონტინგენტი რაც წლევანდელ წლამდე,” - აღნიშნა ბერაიამ.

მისივე განმარტებით, Starring Georgia ღონისძიებების პერიოდი ცხელ ზაფხულის სეზონს ემთხვევა, რომელიც ტურისტულად ისედაც გაყიდვადი და მოთხოვნადია. “ჩვენს სფეროს დახმარება მაშინ სჭირდება როდესაც ჩავარდნაა ეს კი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და მარტის დასაწყისამდე გრძელდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ინფრასტრუქტურას გაძლიერება სჭირდება, ხოლო სასტუმროებს დამატებითი დახმარება,” - განმარტა "პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, Starring Georgia-ს კამპანიის ფარგლებში, წელს Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა, ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული რაოდენობის, ასევე შემოსავლების გაზრდას და ქვეყნის იმიჯის ამაღლებას. დაგეგმილი კონცერტების მეშვეობით შემოსავლების ზრდას ელოდება პრემიერიც. როგორც მან გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანა შემოსავლის სახით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები