მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვგ პლასტის" თემაზე "აწარმოე საქართველოში" განმარტებას აკეთებენ

5bb37dc181941
თათია ჩაფიჩაძე
02.10.18 20:00
1314
"კომპანია „გვგ პლასტთამ“ ხელშეკულება გაფორმდა 2014 წელს, პოლიეთილენის წარმოების მიმართულებით რეგულაცია / შეზღუდვა დაანონსდა 2016 წელს. შესაბამისად სააგენტოს 2014 წელს არ ჰქონდა ინფორმაცია ზემოაღნიშნულის შესახებ.“ - ეს განმარტება „საქმიან დილასთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გააკეთა.


მათ მიერ მოწოდებულ წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ კომპონენტში ჩართვის პროცედურის თანახმად, კერძო ბიზნესი, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თვითონ ირჩევს საქმიანობის სფეროს და ბიზნესგეგმის საფუძველზე მიმართავს კომერციულ ბანკს სესხისთვის.

„აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუკი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია არის პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტების სიაში (განსაზღვრულია სასაქონლო კოდებით, რომელიც დაყვანილია 4 ნიშნულამდე), კომპანია ხდება სააგენტოს ბენეფიციარი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული კოდის ქვეშ გადის სხვა მრავალი პროდუქტის წარმოება, რომელსაც არ შეხებია მოცემული რეგულაცია.

თუკი კომპანია ყველა ზემოთჩამოთვლილ პირობას ამაყოფილებს და დამტკიცებული აქვს სესხი კომერციული ბანკის მიერ, ასეთ შემთხვევაში პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.

გამოსაშვები პროდუქციის სახეობის არჩევა (ისევე როგორც ბიზნესის მიმართულების არჩევა) მთლიანად ბიზნესის კომპეტენციაა, მათ შორის ბიზნესრისკების შეფასება/განსაზღვრის კუთხითაც. ამიტომაც არის, რომ პარკების მწარმოებელ ბენეფიციარების ნაწილმა წინასწარ აირჩია ის მიმართულება, რომელიც, მათი აზრით, პერსპექტივაში მზარდი და შემოსავლის მომტანი იქნებოდა. შესაბამისად გვყავს როგორც დეგრარირებადი, ისე არადეგრადირებადი და ქაღალდის პარკების მწარმოებელი ბენეფიციარები„ - ნათქვამია განმარტებაში.

რა ბედი რა ბედი ელის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინასებულ კომპანია „გვგ პლასტს“ - ამ საკითხით BMG მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარებას ზღუდავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები