მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“გვიკვირს, თუმცა პასკაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია” - გემუანი

608ba7d5c7e48
ლიკა გურაბანიძე
01.05.21 09:48
908
“გვიკვირს, თუმცა პასკაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია” - ასეთია მწარმოებლების ნაწილის შეფასება ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე - არის თუ არა წინასააღდგომოდ პროდუქციაზე მოთხოვნა მიმდინარე წელს. მაღალი მოთხოვნის გამო გაკვირვებას პანდემიური წელი და მასთან დაკავშირებული სირთულეები იწვევს, რასაც ემატება ასევე ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა და მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის შემცირება.

“პასკების მიწოდებას ვერ ავუდივართ, ონლაინ რეჟიმში ვყიდით და პანდემიას ვეწყობით. ჩვენი პასკები ხელნაკეთია, ამიტომ მისი ფასი შედარებით მაღალია და 25-დან 35 ლარამდე მერყეობს. კარაქზე და რძეზე დამზადებულ პროდუქციას ვაწარმოებთ, შარშანდელთან შედარებით ამ პროდუქციის ფასები გაორმაგებულია, რაც ჩვენზეც უარყოფითად აისახა. ფასები მცირედით, მაგრამ მაინც გაგვიძვირდა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო ასეთ გაყიდვებს მაინც არ ველოდით” - განაცხადა რუსუდან კიკალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები