მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, QR-ით გადახდა ყველგან იყოს შესაძლებელი - Keepz

keepz

უკვე 12 ათასზე მეტი მერჩანტი გვყავს და ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ ქსელურ ბრენდთან, - ამის შესახებ საგადასახდო მომსახურების პროვაიდერის, Keepz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.

როგორც მარიამიძემ აღნიშნა, კომპანიას უკვე წლიურად რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა აქვს.

„როცა საქმიანობა დავიწყეთ, პირველი იყო “სკა” და ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ “ჯიპისისთან”. ქსელურ მერჩანტებთან ურთიერთობამ მოგვცა ის, რომ ძალიან გავიზარდეთ, 100-ზე მეტი ფილიალია საქართველოში. ფუნქციონალი გართულდა და დაახლოებით 6 თვე დაგვჭირდა, რომ სრულყოფილად გაგვემართა ჩვენი ფუნქციონალი. შედეგად, დღეისთვის მზად ვართ და რამდენიმე მსხვილ მერჩანტთან გვაქვს მოლაპარაკება, ძალიან მალე დავიწყებთ მათთან თანამშრომლობასაც.

სანდოობას რაც შეეხება, აქ საუბარია ფულზე და ადამიანებმა, ბიზნესებმა თავისი ფული უნდა განდონ. რაც მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებაა. keepz შარშან ეროვნულ ბანკში გახდა psp, და წელს ცოტა ხნის წინ გვქონდა ღონისძიება, ღია ბანკინგის პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. წელს დაინერგა ღია ბანკინგი და წელს ვართ პირველი და ერთადერთი არაბანკი ორგანიზაცია, რომელიც ჩართული ვართ ღია ბანკინგში, ვართ ლიცენზირებული და გვარეგულირებს ეროვნული ბანკი. სანდოობის, ფინანსური ლიკვიდობის და სხვა მიმართულებებით გვეხება რეგულაციები, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სანდოობას.

keepz-სს უკვე 12 ათასზე მეტი მერჩანტი გვყავს და რამდენიმე მსხვილი ქსელური ბრენდი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენი გეგმაა, რომ ყველგან, ნებისმიერ ადგილას იყოს QR. გვინდა, QR-ით გადახდა ყველგან იყოს შესაძლებელი, იქნება ეს ჩურჩხელის ყიდვისას ბაზარში თუ პორშეს ყიდვისას პორშეს ცენტრში“, - განაცხადა გიორგი მარიამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები