მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვინდა, საქართველოში სეზონზე მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით - არველაძე

შოთა არველაძე
BM. GE
14.08.23 22:32
86

ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე Facebook-ზე წერს, რომ საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩების გამართვას გეგმავს. 

არველაძე დარწმუნებულია, ამ ბიზნესის მხრიდან ამ იდეას მხარდაჭერაც ექნება. 

"გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ საქართველოში, სეზონზე მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ. რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება",-წერს შოთა არველაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები