მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდოდა, სარეალიზაციო სივრცე გვქონოდა, თუმცა ფინანსების ნაკლებობის გამო შევჩერდით“ – „ჩოკომაზა“

63e9fe3b837fd
სალომე ხიდურელი
13.02.23 21:00
585
„ჩოკომაზა“, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთ შოკოლადს სთავაზობს,სარეალიზაციო არეალის გაფართოებას ვერ ახერხებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამარ გოგოლაძემ BM.GE-სთან საუბრისას თქვა, სტარტაპისათვის ფინანსების მოძიება ძალიან რთულია.

„ჩოკომაზას“ შექმნის იდეა პანდემიის დროს მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა. შოკოლადის გაყიდვა „ფეისბუქის“ საშუალებით დავიწყეთ. თავდაპირველად ტკბილეულს ვამზადებდით და შემდეგ ვყიდდით, ახლა კი მხოლოდ შეკვეთით ვამზადებთ. „ჩოკომაზასთვის“ იტალიიდან იმპორტირებულ შოკოლადს ვიყენებთ. ასორტიმენტიც მრავალფეროვანი გვაქვს. მზესუმზირით, თხილით, ნიგვზით, ჩირითა და სხვადასხვა ხილით 10-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს ვამზადებთ

მას შემდეგ, რაც გასართობად დაწყებული კომპანია გაფართოვდა, მიწოდების დაკმაყოფილებისთვის ფინანსების მოძიება გაგვიჭირდა. საწარმოოდ ფართი გვქონდა ნაქირავები, თუმცა, რადგან ჩვენი შეკვეთები არასტაბილურია, ეს ტერიტორიაც აღარ გვაქვს და სახლში ვამზადებთ. გვინდოდა, სარეალიზაციო სივრცე გვქონოდა, თუმცა ისევ ფინანსების ნაკლებობის გამო, ეს გეგმა შეჩერებული გვაქვს“, - აცხადებს თამარ გოგოლაძე.

კითხვაზე, რა გამოარჩევს „ჩოკომაზას“ კონკურენტუნარიან ბაზარზე, დამფუძნებელი ამბობს, რომ მრავალფეროვანი შიგთავსის გარდა, სტარტაპი მომხმარებელს დაბალ ფასებსაც სთავაზობს:"ჩვენი შოკოლადის ფასი 1-ლარიდან იწყება. გარდა ხელმისაწვდომი ფასებისა, თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურებასაც თავად უზრუნველვყოფთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები