მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის №1 ბაზარი რუსეთია - რატომ ვერ ხდება ბაზრების დივერსიფიცირება?

BM.GE
21.03.23 15:32
197
ქართული ღვინის რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ამავე პერიოდში 60.4% იყო. გაუარესებულია ექსპორტის მაჩვენებლები ევროკავშირის ბაზარზეც. თუ 2022 წლის 2 თვეში EU-ში 4 მილიონ 998 ათასი დოლარის ღვინო იყო გატანილი, 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3 მლნ 814 ათას დოლარამდე შემცირდა. კლებაა პოლონეთისა და ყაზახეთის ბაზრებზეც. გასულ 2 თვეში რუსეთში თითქმის 24 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილზე მყოფ უკრაინასა და პოლონეთში ღვინის ექსპორტი 1.7 მლნ მცირედით აღემატებოდა. ხუთეულშია ჩინეთი და ყაზახეთი. სხვა ქვეყნებში კი, ღვინის ექსპორტი 1 მლნ დოლარზე ნაკლებია. „საქსტატის“ მონაცემებით, წლის პირველ 2 თვეში ექსპორტზე 34.5 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9%-ია. როგორ უნდა მოხდეს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება და ბაზრების დივერსიფიცირება?

სტუმარი: გიორგი რუხაძე - George Grey Winery-ს დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები