მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ბრენდი “სარაჯიშვილი”: "წელი საკმაოდ კარგად დაიწყო და საექსპორტო ბაზრებზეც კარგი სიტუაციაა"

60d36700e92f3
ლიკა გურაბანიძე
23.06.21 22:50
656

“2020 წელს გამოწვევების წინაშე დავდექით, რასთან ადაპტირებაც მოგვიწია. გასულ წელს ცვლილებები გვქონდა და შემოსავლებში კლებაც, თუმცა პრობლემებთან გამკლავება შევძელით.” - ამის შესახებ “Forbes კვირაში” “სარაჯიშვილის” გაყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ვაშალომიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წელი კომპანიისთვის საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

“2020 წელი ტურისტულად აქტიური არ იყო და სრული ლოქდაუნები ცხადდებოდა, რაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაზე უარყოფითად აისახებოდა, საექსპორტო ბაზრებზე ყველგან ანალოგიური სიტუაცია იყო. მიუხედავად ყველაფრისა, 2020 წელი საკმაოდ ნორმალურ წლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. "სარაჯიშვილი" დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა და ეს წელი სწორედ ამ გამოცდილებით გადავაგორეთ.

რთული ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანების მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. თუმცა, ამჟამინდელ სტატისტიკას თუ შევხედავთ, წელი საკმაოდ კარგად დაიწყო და საექსპორტო ბაზრებზეც კარგი სიტუაციაა, რამაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს დადებითი მაჩვენებლებით დავასრულებთ.” - განაცხადა ვაშალომიძემ.

“სარაჯიშვილი”, 1883 წელს დაფუძნდა და როგორც რამდენიმესაუკუნოვანმა უმსხვილესმა ღვინის ბრენდმა, ქვეყნის ისტორიის შექმნაში გარკვეული როლიც ითამაშა და მას სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 35 ქვეყანაში გაუთქვა. სწორედ ეს გამოცდილება აღმოჩნდა ის, რამაც გასული წლის სირთულეები დააძლევინათ. რთული წლის შემდეგ 2021 წლის მოლოდინი პოზიტიურია, რადგან ადგილობრივ, თუ საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების დადებით დინამიკას ამჩნევენ.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოდან ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 343 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან სპირტიანი სასმელების ექსპორტი 3.8%-ით, 132 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები