მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

5bdffbe5c84b3
BM.GE
05.11.18 13:00
934
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მილიონამდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი - 30% (2788029), დიდი ბრიტანეთი 50% (103724) და აშშ - 1% (399054); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი - 477% (99774), ჩეხეთი - 70% (33450)), ნიდერლანდები - 39% (63951), საფრანგეთი - 15% (113297), ესტონეთი - 12% (464792), ლატვია - 12% (1427836), ლიეტუვა - 7% (366552), გერმანია - 3% (378954), და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 102% (135294), მონღოლეთი - 44% (162390), ყირგიზეთი - 37% (179610), უკრაინა - 34% (8346700), ყაზახეთი - 16% (3112202), რუსეთი - 10% (42344328), ბელარუსი - 3% (1353042) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (42344328), უკრაინა (8346700), ჩინეთი (5410667), ყაზახეთი (3112202) და პოლონეთი (2788029).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები