მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის ექსპორტი 37%-ით გაიზარდა - მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

58203da7b0640
BM.GE
07.11.16 12:37
2177
2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთში - 138% (4 307 825 ბოთლი), უკრაინა - 64% (4 212 110), ბელარუსი - 57% (931 602), დიდი ბრიტანეთი - 47% (74 188), პოლონეთი - 44% (1 819 542), რუსეთი - 40% (20 531 892), ესტონეთი - 33% (516 048), ყირგიზეთი - 17% (202 666), იაპონია - 12% (141 774), აშშ - 12% (234 616), გერმანია - 11% (234 422), კანადა 7% (157 860), ლატვია 6% (978 762) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

რუსეთი (20 531 892)
ჩინეთი (4 307 825)
უკრაინა (4 212 110)
ყაზახეთი (3 019 147)
პოლონეთი (1 819 542).

ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 28,2% შეადგინა.
ინფორმაციისთვის:

2016 წლის 10 თვის მონაცემების შედარება 2012 წლის 10 თვესთან:

• ღვინის ექსპორტი

2016 წ. - 38 392 510 ბოთლი
2012 წ. - 13 373 826 ბოთლი
ზრდა - 187%

თანხაში:

2012 წ. – 57, 5 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 88,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა - 53%

• ბრენდის ექსპორტი

2012 წ. – 4 694 304 ბოთლი
2016 წ. - 7 129 158 ბოთლი
ზრდა - 51%

თანხაში:

2012 წ. – 14 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 16,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა - 17%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები