მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის ექსპორტის კლების ტემპი შენელდა

63039ee31462d
BM.GE
22.08.22 20:10
1031
ღვინის ექსპორტის კლების ტემპი შენელდა. 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე 121 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც მხოლოდ 2.9%-ით ნაკლებია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია, 72.2 მილიონით რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 59.6% მოდის. მეორე ადგილზეა პოლონეთი - 8.6 მლნ შემოსავლით, ხოლო მესამეზე ჩინეთი 8 მილიონით.

ხუთეულში შედიან ყაზახეთი 5.13 მლნ და უკრაინა 4.9 მლნ დოლარით. 27.7%-იანი ზრდაა აშშ-ის ბაზარზე, საიდანაც ღვინის ექსპორტის შემოსავალმა 3.143 მლნ დოლარი შეადგინა. ამ ბაზარს სტრატეგიულ ბაზრად განიხილავენ საქართველოში. სამიზნე მაჩვენებელია, რომ 2025 წლისთვის, ამერიკის საექსპორტო ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები