მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტის შემცირება საგანგაშო არ არის - AQTO GROUP

5f8dbbb044c24
სალომე მეცხვარიშვილი
20.10.20 10:15
1045
2020 წლის 9 თვეში საქართველოში ღვინის ექსპორტი 5.8%-ით შემცირდა. კომპანია “აქტო ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი ეზუგბაია ამბობს, რომ ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის კლების მიზეზი პანდემიაა, თუმცა, უფრო დიდი პრობლემა ქართული ღვინის ფასია, რომელიც მოთხოვნის შემცირების გამო დაახლოებით 10%-ით გაიაფდა.

“2020 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტში შემცირება არის 5.8%; აგვისტოში იყო მინუს 1%. საერთო ჯამში, ეს კლება განგაშის საფუძველს არ იძლევა, რადგან მსოფლიოს მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში აღინიშნება 5%-დან 12%-მდე კლება, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი.

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოწვეულია ღვინის მოხმარების კლებით, განსაკუთრებით დიდ კრიზისს განიცდის ჰორეკა სექტორი, ეს მიმართულება 50%-ით შემცირდა მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმის სექტორზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 80%-იან კლებას აჩვენებს.

6%-იანი კლება არის ის ბალანსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს წლის ბოლოს ნულოვანი ან დადებითი სალდოც კი ვაჩვენოთ. დიახ, შესაძლოა, ეს პროგნოზი გამართლდეს, რადგან კარგად იზრდება გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება”,- აცხადებს გიორგი ეზუგბაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები