მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ინდუსტრიის 2022 წელი და 2023-ის პროგნოზები

BM.GE
11.01.23 11:11
521
ღვინის ექსპორტში გასული წლის 11 თვეში წლიურად ზრდაა. არასრული წლის მონაცემებით 11 თვეში 91.4 მლნ ლიტრი ღვინოს ექსპორტირებული რაც 2021 წლის შედეგს 10 მლნ ლიტრზე მეტით აჭარბებს ( 80.5 მლნ ლიტრი). იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული რაც 6.2% ით ზრდას ნიშნავს. ექსპორტთან ერთად საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ისიც არის თუ სად იზრდება და რის ხარჯზე პროდუქტის ექსპორტი. 

სტატისტიკის მიხედვით, 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში. გასულ წელს საქართველომ რეკორდული ღირებულების ღვინო გაიტანა ექსპორტზე და რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 57%-მდე შეამცირა. გასულ წლებში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 60%-ის ფარგლებში იყო. 

სტუმრები: იაგო ბიტარიშვილი - "იაგოს ღვინის" დამფუძნებელი;
გიორგი ნათენაძე - "ნათენაძის მარნის" და "ვარძიის ტერასების" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები