მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მუზეუმში რესტორანი "არქივი" გაიხსნა - რა კონცეფცია აქვს რესტორანს?

63627636f121e
მარიამ იზორია
02.11.22 18:14
2838
თბილისში ახალი რესტორანი გაიხსნა. საუბარია „არქივზე“, რომელიც ძველ ქარვასლაში, თბილისის ღვინის მუზეუმშია განთავსებული. რესტორნის დამფუძნებელი შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილია, რომელმაც გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში პროექტის დეტალებზე ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი აღნიშნავს, რომ „არქივის“ კონცეფციის იდეა ლოკაციის ნახვის შემდეგ გაჩნდა და მეჩვიდმეტე საუკუნის უძველესი შენობა მაშინვე იქცა შთაგონების წყაროდ.

„არქივის“ დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ რესტორანი თავიდანვე ადგილობრივ მომხმარებელზე იყო გათვლილი.

„რესტორანი ძველ ქარვასლაში, თბილისის ღვინის მუზეუმში მდებარეობს. კონცეფციის იდეა სწორედ ამ ლოკაციის დამსახურებაა. ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ და ჩემთვის თავიდანვე საინტერესო იყო ღვინის მუზეუმში რესტორნის გახსნა.

ქართველი მომხმარებელი ჩემთვის ყოველთვის უფრო საინტერესოა, შემდგომ ამას ყოველთვის მოჰყვება ტურისტიც. ჩვენი გათვლა ქართველი სტუმრისთვის განსხვავებული ქართული კერძების და ქართული გარემოს შეთავაზებაა“, - ამბობს ლევან კობიაშვილი.

„არქივის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მომხმარებლისთვის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობების პროდუქტის შეთავაზებაც არის. ეს კი რესტორანში სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილის დამსახურებაა.

„მსგავსი პროექტის წარმატების წინაპირობა კარგი შეფი და კარგი სომელიეა, ამ ყველაფრის ტანდემი უმნიშვნელოვანესია. „არქივში“ ერთ კერძზე 4-5 დასახლების ღვინო იქნება შეხამებული. რაც შეეხება ფასებს, ყველა სეგმენტს ვერგებით“, - აღნიშნავს ჯაბა ძიმისტარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „არქივი“ პროგრამა „თიბისი სტარტაპერის“ და სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები