მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ღვინის საექსპორტო ღირებულება გაიზარდა"

5b5addc16cd02
მაია ბიწაძე
27.07.18 13:10
684
"ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულება გაიზარდა“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი ვარაუდით წელს მხოლოდ ღვინის ექსპორტიდან 200 მილიონი დოლარის შემოსავალს ელიან.

,, გვაქვს ექსპორტის მზარდი ტენდენცია. ექსპორტი არამხოლოდ რაოდენობრივად, არამედ თანხობრივ გამოხატულებაშიც გაზრდილია. პირველი წელია, ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვხედავთ საშუალო საექსპორტო ფასის ზრდას. ვფიქრობთ, რომ წელს 200 მილიონი დოლარი მაინც უნდა იყოს შემოსავალი მხოლოდ ყურძნისგან წარმოებული პროდუქციის ნაწილში, თუმცა ალკოჰოლური წარმოშობის სასმელების ექსპორტის ჯამური ღირებულება გაცილებით მეტი იქნება. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ დარგის სუბსიდირებაზე უარი ვთქვათ და გამოთავისუფლებული თანხები სხვა სექტორებზე მივმართოთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები